ქალაქ ლიმანის შესასვლელთან უკრაინის დროშა აღმართეს

პუბლიკა

უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი გაათავისუფლეს. უკრაინული მხარის მიერ ვრცელდებოდა ბოლო რამდენიმე დღე ინფორმაცია, რომ ქალაქი ალყაში იყო.

დღეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქის შესასვლელში უკარინული დროშა აღმართეს.

მოგვიანებით ქალაქ ლიმანიდან გასვლა დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.

„ალყაში მოქცევის საფრთხის გამო ჯარები გაყვანილია ლიმანის დასახლებული პუნქტიდან”, – წერს რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.