ქალაქ ლვოვში, აეროპორტთან ახლოს ქარხანა დაიბომბა

პუბლიკა

უკრაინაში, ქალაქ ლვოვში გამთენიისას აფეთქების ხმა ისმოდა. ადგილობრივი მედია ქალაქის მერზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა ლვოვის აეროპორტის მიმდებარედ ჩამოაგდეს ჭურვი.

მოგვიანებით, ქალაქის მერმა, ანდრეი სადოვმა გაავრცელა ინფორმაცია სოციალური ქსელით, რომ რუსული რაკეტები თვითმფრინავების სარემონტო ქარხანას მოხვდა, აეროპორტთან ახლოს.

მისივე თქმით, ქარხანაში სამუშაო პროცესი შეჩერებული იყო, სანამ დაიბომბებოდა, ამიტომ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.

CNN წერს, რომ დღეს დილამდე დასავლეთ უკრაინის ეს მშვენიერი ქალაქი, ლვოვი, დიდწილად იყო დაცული რუსული ძალების დაუნდობელი დაბომბვისგან, მაგრამ დილიდან აფეთქებების და სირენების ხმა ამ ქალაქშიც ისმის.