პრემიერ-
„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აქ ინფიცირებულია არაერთი სამედიცინო პერსონალი და რახან სამედიცინო პერსონალს ექიმებს, ექთნებს უხდებათ ძალიან ბევრ ადამიანთან ურთიერთობა, გაჩნდა საფრთხე, ხომ არ არის მოსახლეობის ძალიან ფართო ფენაზე გასული, ამიტომაც ვიწყებთ ძალიან ფართო სკრინინგს, შემოწმებას, ტესტირებას, რომ ბოლომდე აღმოვფხვრათ ყველა კერა, რომელიც კი შეიძლება იყოს და ყველა საეჭვო პირი გადავიყვანოთ კლინიკებში“, – განმარტავს სუბარი.
მისივე თქმით, მოსახლეობა იცავს საკარანტინო პირობებს და მალე სპეციალისტებს ეცოდინებათ კოვიდინფექციის გავრცელების სრული სურათი. სუბარი ამბობს, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტი არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად „დაზიანებული“, რადგან აქ უკვე ინფიცირებულია 47 ადამიანი.
სუბარი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტში კიდევ გამოყოფილია კაზრეთი და სოფელი ბალიჭები, თუმცა ამ შემთხვევაში მიზეზი ინფიცირების შემთხვევები არ არის. სუბარის განმარტებით, ვინაიდან იქ მუშაობს კომპანია „არ ემ ჯი“, იმისათვის რომ გამოირიცხოს კომპანიაში დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის ინფიცირება, მიიღეს გადაწყვეტილება, ქალაქ კაზრეთისა და სოფელ ბალიჭების გამოყოფის თაობაზეც.