„ქალები მომავლისთვის“ პარლამენტს მოუწოდებს შეწყდეს რუსული კანონის განხილვა

პუბლიკა

ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსული კანონი საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს.

ბიზნესფედერაცია აზიარებს შარშანდელ განცხადებას და ამბობს, რომ კვლავ რჩება საკუთარ პოზიციაზე.

ბიზნესასოციაცია, რომელიც 100-მდე წევრს აერთიანებს 65-ზე მეტი კომპანიიდან მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეწყდეს კანონპროექტის განხილვა და ყველა მხარემ კონსილიდირებული და მშვიდობიანი გამოსავალი ერთობლივად მოვძებნოთ.

ასოციაციის გენერალური დირექტორია მაია მახათაძე, სამეთვალყურეო საბჭოს კი ხელმძღვანელობს ნინა კობახიძე, რომელსაც 2014-2017 წლებში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა.