ქალები უკრაინის რეგულარული არმიის 15%-ზე მეტს შეადგენენ - საგარეო უწყება

პუბლიკა

დღეს, 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქალ მებრძოლებს მადლობას უხდის.

„ბოლო მონაცემებით, ქალები უკრაინის რეგულარული არმიის 15%-ზე მეტს შეადგენენ. ხოლო მათი დათვლა შეუძლებელია, ვინც სხვადასხვა გზით იცავს უკაინას. გმადლობთ!“, – აცხადებს უკრაინის საგარეო უწყება.