„ქალები წამების წინააღმდეგ" — პოლიციის შენობებთან საპროტესტო აქციები გაიმართა

პუბლიკა

„ქალები წამების წინააღმდეგ“ — პოლიციის შენობებთან საპროტესტო აქციები გაიმართა.

ქალებმა პოლიციის განყოფილებებთან მიიტანეს თბილისში საპროტესტო აქციებზე დაკავებული და ნაცემი მოქალაქეების ფოტოები.

„ჩვენ მივმართავთ პოლიციას, ან აიღონ პასუხისმგებლობა იმ სისხლისღვრაზე, რომელიც ხდება რუსთაველზე ყოველ საღამოს, ან გამოვიდნენ და დაიცვან ჩვენი შვილები. მათ არ აქვთ უფლება, იყვნენ ნეიტრალური ამ სიტუაციაში. მათ კანონი ავალდებულებთ ადამიანების დაცვას. გაგვცენ პასუხი: თვითონ არიან ეს ადამიანები ის ნიღბიანები, რომლებიც გვარბევენ და რომელთა სახეებს ჩვენ ვერ ვხედავთ, თუ არ არიან. თუ არ არიან, მაშინ შეასრულონ თავიანთი კანონიერი ვალდებულებები და დაიცვან ჩვენი შვილები, რომლებსაც უსასტიკესად უსწორდებიან“, – თქვა ბაია პატარაიამ. ის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოსთან იყო.

ქალები თბილისში ასევე შეიკრიბნენ დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევის, ისანი–სამგორის და ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოებთან.