შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადევნების, პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების, ასევე, მუქარის ბრალდებით 24 წლის კაცი დააკავა.
უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ „ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით, მასთან ურთიერთობის შეწყვეტით გაღიზიანებული ბრალდებული დაზარალებულ ქალს, სისტემატურად უთვალთვალებდა, როგორც პირადად, ისე, მობილური ტელეფონის საშუალებით მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ასევე ბრალდებულმა, ქალის დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით, მისივე პერსონალური მონაცემების გამოყენებით სოციალურ ქსელში ვებგვერდები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას, რომ თითქოსდა დაზარალებული სექსუალურ მომსახურებას ეწეოდა. ბრალდებულმა მუქარა განახორციელა დაზარალებულის ოჯახის წევრების მიმართაც.“
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლით, 157-ე მუხლითა და 151-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაულები 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.