ქარელში მანქანის დაჯახების შედეგად 2 ქვეითი გარდაიცვალა

პუბლიკა

ქარელში ავტოავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა მარჯანიშვილის ქუჩაზე 2 მამაკაცს დაეჯახა, ერთი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევს გულისხმობს, [ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება] რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.