ქარელში "მთავარი არხის" ოპერატორი "ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს - „მთავარი არხი"

პუბლიკა

ქარელში, “მთავარი არხის” ოპერატორი “ოცნების” ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს – ამის სესახებ რამდნეიმე წუთის წინ პირდაპირ ეთერში „მთავარი არხის” წამყავნმა თეა ადეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპერატორის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.

ჟურნალისტ ბექა ყორშიას ცნობით, ოპერატორი ოფისის აივნის მოაჯირიდან გადმოაგდეს. მისი ინფორმაციით, რომელიც ექიმის ვარაუდს ეყრდნობა, ოპერატორს  ფეხი აქვს მოტეხილი და მხარი აქვს დაზაიანებული. ოპერატორი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მათ ახლა შეიტყვეს მომხდარის შესახებ და გარკვევის შემდეგ გვიპასუხებენ.

ჟურნალისტის თქმით, მათ გადაღებული აქვთ, როგორ დაესხნენ თავს „ქართული ოცნების” წევრები. ფიზიკურად შეეხნენ თავად ჟურნალისტსაც.