ქარელში ორი კაცი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით დაიღუპა.
შსს-ში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
„TV პირველის“ ინფორმაციით, გარდაცვლილები რუსთავიდან იყვნენ და ქარელში მშენებლობაზე მუშაობდნენ. მათთან ერთად იმყოფებოდა მესამე პირიც, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.