ქარიმ ხანმა ICC-ს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და „ჰამასის" ლიდერების დაკავების ორდერისთვის მიმართა 

პუბლიკა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, ქარიმ ხანმა სასამართლოს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის,  ასევე ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის” 3 ლიდერის: მუჰამედ დიაბ იბრაჰიმ ალ-მასრის, იაჰია სინვარის და ისმაილ ჰანიეჰის დაკავების ორდერისთვის მიმართა.

მიზეზი 7 ოქტომბერს ისრაელში მომხდარი ტერორისტული თავდასხმა და მას შემდეგ პალესტინაში მიმდინარე ომია.

ხანის განცხადებით, სინვარის, ჰანიესა და ალ-მასრის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები მოიცავს „განადგურებას, მკვლელობას, მძევლების აყვანას, გაუპატიურებას და სექსუალურ ძალადობას პატიმრობაში“.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა ICC-მა აშშ-ის ახლო მოკავშირის ლიდერების დაკავების ორდერები მოითხოვა.

ახლა ბენიამინ ნეთანიაჰუ ვლადიმირ პუტინთან ერთად არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სამიზნე.

ქარიმ ხანის მიმართვას ICC-ის მოსამართლეები განიხილავენ და გადაწყვეტილებას გამოიტანენ.