ქარიშხალზე გაფრთხილების გამო დორტმუნდში საგულშემატკივრო ზონები დაიხურა

პუბლიკა

მოსალოდნელი ქარიშხლის გამო დორტმუნდში თურქეთი-საქართველოს მატჩის წინ საგულშემატკივრო ზონები დაიხურა. ინფორმაცია ამის შესახებ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა და აღნიშნა, რომ ზონები დაიხურება დორტმუნდის ცენტრსა და ქალაქის პარკში.

ქარიშხლის გაფრთხილების შესახებ ინფორმაცია გერმანიის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გაავრცელა – მათი ცნობით, ამინდის გაუარესება მოსალოდნელია დასავლეთ და ცენტრალურ გერმანიაში. ინფორმაციის შემდეგ, საგულშემატკივრო ზონები დაიხურა სხვა ქალაქებშიც.

ადგილობრივი ხელისუფლება გულშემატკივრებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, თურქეთი-საქართველოს შეხვედრა დორტმუნდში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.