ქარსელაძეს „ოცნების" ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე რევაზ სოხაძე იქნება

პუბლიკა

ირაკლი ქარსელაძე „ქართული ოცნების” ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე აღარ იქნება.

„ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ამ თანამდებობაზე წარადგინა რევაზ სოხაძე, რომელიც ამ დრომდე სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

„რევაზ სოხაძე, მოგეხსენებათ, არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის სტაჟიანი წევრი, მას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ მედიცინის, შემდეგ ფინანსების სპეციალობით.

იგი წლების მანძილზე მუშაობდა კერძო სექტორში მაღალ, მენეჯერულ პოზიციებზე, 2017 წლიდან კი არის თბილისის საკრებულოს წევრი, სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და თბილისის საკრებულოს ურბანული განვითარების კომისიის თავმჯდომარე.

მინდა, ბატონ რევაზს ვუსურვო წარმატებები ინფრასტრუქტურის მინისტრის პოზიციაზე,“- თქვა კობახიძემ.