ქარტია ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლის დარბევის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს

პუბლიკა

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ ეხმაურება ჟურნალისტ ნატო გოგელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 24 მარტს მის სახლში შეიჭრნენ და დაარბიეს.

ნატო გოგელიამ სოციალურ ქსელში დღეს, 27 მარტს ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ გასულ წელს მისი სახლი არაერთხელ დაარბიეს, დამნაშავეები კი იდენტიფიცირებულები არ არიან. ის პოლიციისგან რეაგირებას მოითხოვს. გოგელიას თქმით, დაზარალებულად ცნობილი არაა და  გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე ზეწოლის განსახორციელებლად უკვე ამ ხერხსაც – ჟურნალისტის პირადი ქონების დაზიანებას – მიმართავენ.

დაუსჯელობა ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულს ახალისებს, მათ მარგინალიზებას და საზოგადოებრივი პროცესებიდან გარიყვას ემსახურება.

ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, შეასრულონ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობა, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ დანაშაული, გამოავლინონ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ შესაძლო დამკვეთებიც“, – აცხადებს „ქარტია“.

ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, შეასრულონ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობა, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ დანაშაული, გამოავლინონ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ შესაძლო დამკვეთებიც.