ჟურნალისტური ეთკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციაზე დაიცვან ჟურნალისტების უსაფრთხოება.
„2020 წლის 08 ნოემბერს, ცესკოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, კანონით სავალდებულო – ხმამაღალი, წინასწარი გაფრთხილების გარეშე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლი რამდენჯერმე გამოიყენა.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ადგილზე დგას მძაფრი, სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზის სუნი, რის გამოც ტერიტორიაზე გაჩერება და მუშაობა რთულია. ,,რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაშავდა მათი ოპერატორი, დაზინებულია მაუწყებლის კამერაც. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები, რათა სამართალდამცავებმა დაიცვან და უზრუნველყონ ჟურნალისტების უსაფრთხოება, შეუქმნან მათ ნორმალური სამუშაო პირობები“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.