ქარტიას ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ბილანიშვილის ნაცვლად მისმა მეუღლემ მიმართა

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, სამდივნომ დასაშვებად ცნო ნათია რუხაიას განცხადება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ. მხარე სადავოდ ხდის 2020 წლის 07 ივლისს ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გავრცელებულ კადრებში თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი ავთანდილ ბილანიშვილი იყო.

„აღნიშნულ საქმეზე ქარტიას თავდაპირველად ავთანდილ ბილანიშვილმა მომართა, თუმცა, მოგვიანებით, ქარტიის სამდივნოსთან კომუნიკაციის შედეგად, საქმეზე განცხადებელი დაზუსტდა და ბილანიშვილი ნათია რუხაიამ შეცვალა, “-ამბობენ ქარტიაში.

განმცხადებელი დავობს ქარტიის შემდეგი პრინციპების დარღვევაზე:

პირველი – ინფორმაციის სიზუსტე;
მესამე – დადასტურებული წყარო;
მეთერთმეტე – ფაქტის განზრახ დამახინჯება

ქარტიის საბჭო განცხადებას ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპები.