„ქართუ ფონდმა“ ლაგუნა ვერე გაყიდა

პუბლიკა

„ქართუ ფონდმა” ლაგუნა ვერე გაყიდა და ახალი მფლობელი შპს ,,ნეო სითი დეველოპმენტია.“

საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის ტერიტორია „ნეო სითი დეველოპმენტის“  საკუთრებაში ოფიციალურად 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა.

მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს „ნეო სითი დეველოპმენტის“ მესაკუთრე და 100%-იანი წლის მფლობელია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და VI-VIII მოწვეევის პარლამენტის დეპუტატი მარიკა ვერულაშვილია. დირექტორი კი ტარიელ გაბუნიაა.

თბილისში, „ლაგუნა ვერესა“ და გმირთა მოედანს შორის, აბრეშუმის ყოფილი ფაბრიკის ადგილას ფონდი „ქართუს“ 65-სართულიანი მულტიფუნქციური კორპუსის აშენება სურდა. პროექტმა საზოგადოების აღშფოთების საგანიც გახდა.

მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, ირკვეოდა, რომ პროექტის დამკვეთი კომპანია „კოსტავას 69″ იყო, რომლის დირექტორი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი „ქართუ”.

მიმდინარე წლის 13 მარტს, მერიამ „ლაგუნა ვერესთან“ ფონდ „ქართუს“ ცათამბჯენების პროექტი დაახარვეზა, მერიის ცნობით, კომპანია პროექტისა და დოკუმენტაციის სრულყოფის მიზნით ახალ განაცხადს წარადგენდა და ძველს მსვლელობა აღარ მიეცემოდა.