პარტია „გირჩის“ წევრმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „რუსთავი 2-ის“ ეთერში განაცხადა, რომ პოლიტიკურ გამოსავალზე უშუალოდ „ქართულ ოცნებასთან“ გეგმავს ლაპარაკს.
„უნდა გავარკვიოთ რა მასშტაბის შარში ვართ, როგორც მინიმუმ, უკვე ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას. უნდა შევეცადოთ, რომ ჩვენ მოვიფიქროთ რამე გამოსავალი და ვცადოთ მისი განხორციელება. თუ ამ ქვეყანაში არაფერი გამოდის, მერე არ ვიცი…
ჩვენ დავიწყებთ ლაპარაკს, როგორც მინიმუმ შევუთხანმდებით „ქართულ ოცნებას“, რომ მათთან გვქონდეს უშუალო ურთიერთობა… ჩვენ ღია ვართ და ყველასთან ვსაუბრობთ და „ქართულ ოცნებას“ შევუთანხმდი ნამდვილად, რომ შევეხმიანები და მათთან უშუალოდ დავიწყებთ ლაპარაკს“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
ოპოზიციის ლიდერებსა და წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ უკვე სამოქმედო გეგმა, რომელსაც ხვალ გააცნობენ საზოგადოებას.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან წინააღმდეგობის მოძრაობა გაგრძელდება.