საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა გაიმართება. ინფორმაცია შეხვედრის გამართვაზე “პუბლიკას” ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს. შეხვედრა 14:00 სათზე დაიწყება.
შეხვედრა საქართველოში აშშ-ის ელჩის და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობით გაიმართება.
გუშინ საქართველოში აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ ერთობლივ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობაზე საუბრობდნენ.