„ქართულმა ოცნებამ“ ინტერნეტრეკლამაში ნახევარ მილიონამდე ლარი დახარჯა

პუბლიკა

პარტია „ქართულმა ოცნებამ“  2019 წელს ინტერნეტრეკლამაში 426 ათას 385 ლარი დახარჯა. პარტიის გასული წლის ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტი აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ვის უხდის ფულს „ქართული ოცნება“

პარტია 2019 წელს ყველაზე მეტი თანხას ფეისბუქრეკლამაში ხარჯავდა.

„ქართული ოცნება“ რეკლამას ათავსებდა ისეთ ვებგვერდებზე, როგორებიცაა:  „მარშალპრესი“, „პრაიმტაიმი“, „რეპორტიორი“, „ქართული აზრი“, შპს „პირველი“, შპს „აირეგიონი“, „For.ge“, „Pia.ge“, „Info.ge“, „Ipress.ge“, „IPN.ge“, „Frontnews.ge“, მედიაცენტრი „მთავარი“, „ექსპრესინფო“, „ექსკლუზივნიუსი“, შპს „კვირა“, შპს „კვირა+“.

პარტია „ქართული ოცნება“ გასული წლის განმავლობაში აქტიურად უკვეთდა რეკლამას  შპს „რეპორტიორს“, რომელსაც ორი ვებგვერდი აქვს  – Reportiori.ge და qartuliazri.ge.

დოკუმენტის მიხედვით,  რეკლამაში პარტიამ სულ 1  747  137 ლარი დახარჯა. აქედან სატელევიზიო რეკლამაში 615 723 ლარი, ხოლო ინტერნეტრეკლამაში 426 ათას 385 ლარი.