„Comfort Zone“ – ქართული დრეგ-კულტურისა და დრეგ-სცენის არტისტის, მეთ შელის შესახებ გადაღებული ფილმი Fashion film festival milano-ს გამარჯვებულია. რეჟისორ ჯორდან ბლეიდის მოკლემეტრაჟიანმა სურათმა კატეგორიაში BEST PHOTOGRAPHY გაიმარჯვა.
ფილმში მეთ შელი მაყურებელს მოუთხრობს იმის შესახებ, როგორ შეძლო მან საკუთარი თავის გამოვლენა და გახდა DRAG QUEEN თავდაპირველად სასცენო სახელით ვიქტორია სლატინა. არტისტი მას აღწერს როგორც ყურადღების მოყვარულს, ემოციურს, ნიჭიერს, დივას.
მეთ შელი იხსენებს, თბილისში პირველი BALL-ის ჩატარებას და ამბობს, რომ ეს იყო ისტორიული მომენტი ქართული დრეგ-კულტურის და დრეგ-სცენის განვითარებისთვის.
ამბობს, რომ დრეგი მას ინდენტობის მიღებაში დაეხმარა. ახლა უკვე მეთ შელის სახელით ის საკუთარი თავის გამოვლენას აღარ ერიდება.
მოკლემეტრაჟიან ფილმში საუბარია ქართველი ქვიარების პრობლემებზე, როგორ უმკლავდება LGBTQ+ თემი პრობლემებს და აგრძელებს ბრძოლას ცვლილებისთვის.
Fashion film festival milano კორონავირუსის შეზღუდვების გამო წელს ონლაინ ჩატარდა.
ფესტივალი მოუწოდებს ყველას, რომ გახდნენ უფრო დემოკრატიულები და ერთგულები რწმენისა, რომ მხარი დაუჭირონ მრავალფეროვნებას, ქალების გაძლიერებას და მისცენ ხმა ნიჭიერ ახალგაზრდებს.