„ქართული კინო საფრთხეშია“: გიორგი თავართქილაძეს სახლთან „ტიტუშკები“ ისევ დახვდნენ

პუბლიკა

მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშია“ წერს, რომ მოძრაობის წევრს, რეჟისორ და ტელეწამყვან გიორგი თავართქილაძეს სახლთან მესამედ ჩაუსაფრდნენ.

„ჩვენი მოძრაობის წევრს, გიორგი თავართქილაძეს მესამედ, დღევანდელი აქციის შემდეგ, დახვდნენ სახლთან ე.წ. „ტიტუშკები”. პატრულის გამოძახების შემდეგ, მათ დატოვეს ტერიტორია. ვერ შეგვაშინებთ, ბრძოლა გრძელდება“, – წერს მოძრაობა.

„საქართველო საფრთხეშია“ – კინოცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადებიდან ერთი წლის თავზე მოძრაობა „ქართული კინო საფრთხეშიამ“ კინოცენტრთან აქცია გამართა.

რუსული კანონის შემობრუნებიდან მალევე ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ ორგანიზებული ჯგუფებმა დაიწყეს თავდასხმები, მათ დღემდე უსაფრთდებიან სახლთან ან სამუშაო ადგილთან და ფიზიკურად უსწორდებიან.

სამართალდამცავ უწყებებს ამ დრომდე დასჯილი არავინ ჰყავს.