თბილისში, კულტურის სამინისტროსთან კინოცენტრის თანამშრომლების, მათი მხარდამჭერების, ასევე მხატვრული და დოკუმენტური კინოს წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ:
-
- შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი;
- შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე, რომელიც ამ ინიციატივამ უნდა გაიაროს.
კინოცენტრის თანამშრომლები, კინემატოგრაფისტები მესამე კვირაა კინოცენტრში დაწყებულ რეორგანიზაციას აპროტესტებენ. მათ 22 ივნისს ოფიციალური წერილიც შეიტანეს კულტურის სამინისტროში, მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით. თუმცა სამინისტრო პროტესტში ჩართულ მოქალაქეებს არ შეხვდა, რის შემდეგაც უწყებასთან მათ აქციის გამართვა გადაწყვიტეს.