„ქართული კოშმარი" ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ მუშაობს - ლექსმანი ღარიბაშვილზე

პუბლიკა

ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი PES-ის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც „ქართული ოცნებისთვის”  სტატუსის შეწყვეტაზე მსჯელობას ეხება:

„ასეთი შეფასება მისასალმებელია, თუმცა საკმაოდ დაგვიანებულია. „ქართული კოშმარი” ჩვენი ღირებულებებისა და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების წინააღმდეგ მუშაობს“, – წერს ლექსმანი „ტვიტერზე”.

„ევროპელი სოციალისტების” პარტია გმობს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, დასწრებოდა კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც უნგრეთში მიმდინარეობს.

„პრემიერ ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და აქცევს მას ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა.  ეს, (სტატუსის შეჩერებაზე მსჯელობა) ცხადია, აუცილებელი ნაბიჯია ღარიბაშვილის დღევანდელი ინტერვენციის შემდეგ“, – აცხადებს „ევროპელი სოციალისტების” ვიცე- პრეზიდენტი.

ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში, კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო. 4 მაისს ღარიბაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ჰომოფობიურ განცხადებებთან ერთად ანტიდასავლური შეთქმულების თეორიებიც გაავრცელა.