უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის” ინფორმაციით, კიდევ ერთი ქართველი, ნიკა გელენიძე დაიღუპა.
„ქართული ლეგიონი“ სხვა დეტალების შესახებ არ წერს.
მათ 16 ნოემბერსაც გაავრცელეს ცნობა ორი მებრძოლის, რამაზ ფეტელავასა და ბექა ლომაშვილის დაღუპვის შესახებ.
მათივე ცნობით, გუშინ დაჭრილი იყო 9 მებრძოლი, რომელთაგან სამის მდგომარეობა მძიმე იყო.