„ქართული მარში“ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ ხვალინდელ აქციას შეუერთდება, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციას კი, ემიჯნება. ამის შესახებ განცხადება „ქართულმა მარშმა“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული მარში“ სრულიად მხარს უჭერს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, ხოლო ქართული ოცნების მაჟორიტარი საპარლამენტო დეპუტაციის ქმედებას განიხილავს, როგორც თაღლითობას და გაუგონარ ტყუილს.
“ქართული მარში” უერთდება პატრიოტთა ალიანსის მიერ დაგეგმილ მანიფესტაციას, რომელიც გაიმართება ხვალ 17 საათზე ე.წ. რესპუბლიკის მოედანზე, რადგან ვთვლით რომ პარლამენტში წარმოდგენილი ძალებიდან, მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა დაიკავა ეროვნული-პატრიოტული-მართალი პოზიცია და მხოლოდ მათი ქმედება პასუხობს ქართველი ერის ინტერესებს! ქართული მარშის ყველა წევრს და მხარდამჭერს მოვუწოდებთ, რომ შეუერთდეს პატრიოტთა ალიანსის მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას“,- ნათქვამია განცხადებაში.