„ქართული მარშის“ ლიდერი, სანდრო ბრეგაძე გლდანში მაჟორიტარი კანდიდატობისთვის ბრძოლას გეგმავს.
როგორც ბრეგაძე facebook პოსტში წერს „ქართული მარშის“ პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ის კენჭს იყრის გლდანის საარჩევნო ოლქში.
„ნიკა მელია ჯოჯოხეთს დაელოდე !!!“,- წერს ბრეგაძე.
გლდანის ოლქში კენჭს იყრიან „ქართული ოცნებიდან“ ლევან კობიაშვილი;
ნიკა მელია – „ნაციონალური მოძრაობა“; ოპოზიციური ერთობის შეთანხმებული კანდიდატი;
გიგლა მიქაუტაძე – „ლელო საქართველოსთვის“;
ლაშა გიორგაძე – „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“.