Edison research არჩევნებამდე 4 თვით ადრე პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის შესახებ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებსაც ასაჯაროვებს.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს, ვის მისცემდით ხმას, შედეგები ასეთია.
-
ქართული ოცნება – 39%
-
გადაუწყვეტელი – 20%
-
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია – 16%
-
ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები – 5%
-
ლეიბორისტული პარტია – 3%
-
ლელო – 3%
-
ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი) – 3%
-
პატრიოტთა ალიანსი – 3%
-
გირჩი – 2%
-
მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) – 2%
-
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) – 1%
-
გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) – 1%
-
სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) – 1%
-
თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) – 1%
Edison research-მა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.