სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″ დღეს ბოლო კვლევის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც პოლიტიკური პარტიების არჩევნების წინა რეიტინგს ასახავს.
კითხვაზე – „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“ Survation-ის” კვლევის შედეგები ასეთია:
„ქართული ოცნება” – 55%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” – 22 %
„გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” – 5%
„ლელო” – 4%
„ევროპული საქართველო” – 4%
“პატრიოტთა ალიანსი” – 3%
„გირჩი” – 2%
„ლეიბორისტული პარტია” -2%
სხვა პარტიებს ხმას აძლევს – გამოკითხულთა 3%.
კითხვაზე, დარწმუნებული ხართ, რომ სწორედ თქვენ მიერ დასახელებულ პარტიას დაუჭერთ მხარს?
ამაში სრულიად დარწმუნებულია – 70%
მეტ-ნაკლებად დარწმუნებულია – 24%
მხოლოდ მცირედ ვარ დარწმუნებული – 3%
და სრულიად არ ვარ დარწმუნებული – 3%
დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებთ თუ არა მონაწილეობას მასში?
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას – 71%
ალბათ მივიღებ მონაწილეობას -13%
50-50 -11%
არ იღებს მონაწილეობას – 5%
„რუსთავის 2-ის“ ცნობით, ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია “Survation-მა “, რომელიც “რუსთავი 2-ის” დაკვეთით არჩევნების დღეს ეგზიტპოლს ჩაატარებს, ამჯერად 1 210 რესპოდენტი გამოკითხა.
საველე სამუშაოები ჩატარებულია 16-20 ოქტომბერს და მისი ცდომილება 3.5 მეათედი პროცენტია. ეს არის ყველაზე ახლო კვლევა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.