„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მათ სერვერზე მასშტაბური კიბერშეტევა ხორციელდება

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ მათ სერვერზე ხორციელდება მასშტაბური კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია პროვაიდერი კომპანიების აპარატურის მუშაობის შეფერხება.

„არსებული მოვლენების ფონზე, რთული გამოსაცნობი არაა, თუ საიდან შეიძლება მომდინარეობდეს ეს დანაშაულებრივი აქტი. აშკარაა, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალებისთვის დანაშაული იქცა მოქმედების თითქმის ერთადერთ ფორმად. მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, გამოიძიონ აღნიშნული კიბერდანაშაული”, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა შსს-მაც. მათი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპიუტერულ ინფრასტრუქტურაზეც განხორციელდა კიბერშეტევა.