„ქართული ოცნება“ დავტოვეთ მარტო - ფრაქცია „ლელო“

პუბლიკა

„ქართული ოცნება” დავტოვეთ მარტო, არ აქვს მნიშვნელობა ამას საპარლამენტო ბოიკოტს დაუძახებთ თუ რას – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

„გამოვედით სხდომათა დარბაზიდან იმიტომ, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ტარდება, რუსული რიტორიკა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ივანიშვილის ჩაწოდებით ახორციელებს ამ ქვეყანაში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცებას და დაპირისპირებას. მოვითხოვთ ამ პროცესის შეჩერებას. ერთადერთი სწორი მექანიზმია პრემიერის გადადგომა.

„ქართულ ოცნებას” მოუწევს ამ პროცესსზე პასუხისმგებლობის აღება. იქნებიან მარტო ამ პარლამენტში. ღარიბაშვილი და მთავრობა მიაქანებს ქვეყანას უფსკრულისკენ. მათი მესიჯბოქსი არის ფუჭი. ვაპროტესტებთ ჟურნალისტებზე თავდასხმას, რუსულ კურსს, შარლ მიშელის დოკუმენტის არშესრულებას, მოსამართლეების დანიშვნის პროცესს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან” გადმოიბარეს და ჩააცემენტეს.

გამოსავალი არის მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ მდგომარეობაში ჩატარება, მანამდე „ქართული ოცნება” იქნება მარტო”, – განაცხადა ხაზარაძემ.