„დღეს ყველაზე ძლიერი გუნდი, რომელსაც მოსახლეობის ყველაზე დიდი მხარდაჭერა აქვს ეს არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“. – ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
კახა კალაძეს ჟურნალისტებმა კითხვები მომავალ საპარლამენტო არცევნებთან დაკავშირებით დაუსვეს.
„დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წელს „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვებს. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც მივაღწევთ გამარჯვებას და 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც გაიმარჯვებს „ქართული ოცნება”. – ამბობს იგი.