„ქართული ოცნება" პრემიერად არა თეა წულუკიანს, არამედ გიორგი გახარიას წარადგენს - დავითულიანი

პუბლიკა

„ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას წარადგენს, და სწორედ ის დააკომპლექტებს მთავრობას”, – ამის შესახებ „პუბლიკას“ ბექა დავითულიანმა, პარტიის საარჩევნო სიის წევრმა, განუცხადა.

დღეს, „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი წყაროს ცნობით, თეა წულუკიანი შესაძლოა, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე წარადგინონ.

„კანდიდატურა მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის პოსტზე განიხილებოდა, თუმცა ასევე საუბარია მის პრემიერ-მინისტრად წარდგენაზე. წულუკიანთან მიმართებაში იხილება მისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობის შეთავაზების საკითხიც. წულუკიანთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა როგორც „ქართულ ოცნებაში“ კულუარულად აცხადებენ, „საკითხი – წულუკიანი დარჩება პარლამენტში თუ გადავა მთავრობაში, 50/50-ზეა“, – წერს გამოცემა.