„ქართული ოცნებიდან“ 3-4% წაღებული აქვს გახარიას პარტიას, ვიმუშავებთ, რომ ამომრჩევლები დავიბრუნოთ - პაპუაშვილი

პუბლიკა

„ჩვენ ყველა ვხვდებით და კვლევამაც დაადასტურა ჩვენი ანალიზი, რომ, დღეის მონაცემებით, 3-4% „ქართული ოცნებიდან“ წაღებული აქვს გახარიას პარტიას, მაგრამ ვიმუშავებთ, რომ ამომრჩევლები დავიბრუნოთ უკან“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილიმა.

„ფუნქცია, რომელიც გახარიას პარტიას ჰქონდა, რომ რამენაირად დაეზიანებინა „ქართული ოცნება“ და მისი მოწონება 53 %-ზე ქვემოთ ჩამოეწია, ამოწურა. ისინი ხედავენ, რომ „ქართული ოცნების“ ხმებზე პარაზიტობის მცდელობის მიუხედავად, დიდად ვერ დააზიანეს „ქართული ოცნება“, ამიტომ ეს არის იმედგაცრუების გამოძახილი. „ქართულ ოცნებას“ აქვს დემოკრატიული ლეგიტიმაცია, რომელიც მან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოიპოვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.