„ქართული ოცნების“ განათლების მინისტრად გივი მიქანაძე დაინიშნა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პოსტზე გივი მიქანაძე წარადგინა.

გივი მიქანაძე დღემდე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე დღეს გადადგა.

„დღეს, პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ვტოვებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობას“,- ნათქვამია წულაძის განცხადებაში, რომელიც სამინისტრომ გაავრცელა.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა ალექსანდრე წულაძემ 2024 წლის 2 ოქტომბერს დაიკავა.