„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან Facebook გვერდზე დაწერა.

„ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო! მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში.

განსაკუთრებით ბოდიში მინდა მოვუხადო ლეჩხუმლებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია. მეგობრებო, თავს კარგად ვგრძნობ და თქვენთან ერთად ველოდები ღირსეულ გამარჯვებას“, – წერს გოჩა ენუქიძე.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1262 პაციენტი.