„ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ მითხრა უარი სააკაშვილთან ვიზიტზე - ფოტიგა

პუბლიკა

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ კვლავ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

„ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთხელ უარყო ჩემი ვიზიტი საქართველოს მე-3 პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც თითქმის ერთი წელია დაკავებულია. მე შევხვდი მის დედას, გიული ალასანიას და მის მეგობარს, გიორგი ჩალაძეს, რათა უშუალოდ მათგან გამეგო სააკაშვილის მდგომარეობა. აღფრთოვანებული ვარ მათი გამბედაობით“, – თქვა მან.