„ქართული ოცნების“ ოფისთან 5 სამოქალაქო აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს – ინფორმაცია „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
მოძრაობამ „საქართველოსთვის“ აქცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის პარალელურად დაიწყო. აქციის მონაწილეებს სურდათ, ადგილზე გაეკრათ სტიკერები ბერა ივანიშვილის გამოსახულებით, რის შემდგომაც პოლიციამ რამდენიმე აქტივისტი დააკავა.