პარტია „ქართული ოცნების” ოფისთან მმართველი გუნდის სხდომის პარალელურად „ევროპული საქართველოს” ახალგაზრდული ფრთისა და მოძრაობა „საქართველოსთვის” წევრები აქციას მართავდნენ.
აქციის მონაწილეები გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით სახელმწიფოს უმოქმედობას აპროტესტებდნენ. აქციაზე პოლიციამ 6 პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაცია„პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
„ეს იყო არა დაკავება, არამედ ჭიდაობა და ცემა ჩვენი აქტივისტების. „ქართული ოცნება“ არის აგონიაში და ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს ძალიან მალე“, – ამბობს ალიკა კუპრავა.
მისივე თქმით, დაკავებულებს შორის არიან: აქტივისტები კახა კვეკვესკირი, ნიკა ნარსია და ბექა პაპაშვილი.
მმართველი პარტიის სხდომის დასრულების შემდეგ, პარტიის ერთ-ერთი წევრის ავტომობილს აქტივისტები საპროტესტო შინაარსის მქონე ბანერით დახვდნენ. შეხლა-შემოხლა აქტივისტებსა და სამართალლდამცავებს შორის ამ დროს მოხდა.