თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ ოფისთან ადმინისტრაციული წესით დაკავებულ „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრ კახაბერ კვეკვესკირს 1100-ლარიანი, ხოლო დავით დიღმელაშვილს 1000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
13 თებერვალს მმართველი პარტიის ოფისთან აქციაზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის დაპირისპირების დროს 2 აქტივისტი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
აქტვისტები „ქართული ოცნების“ ოფისთან უმრავლესობის სხდომის პარალელურად მივიდნენ. ისინი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს აპროტესტებდნენ.