„ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები მსვლელობას მართავენ

პუბლიკა

სამოქალაქო აქტივისტები „ქართული ოცნების“ ოფისთან მსვლელობას მართავენ. როგორც მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა, მათი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, ვიდრე „ქართული ოცნების“ რეჟიმი არ დასრულდება.

„უნდა გავერთიანდეთ, დავდგეთ ერთად და გავაძლიეროთ ბრძოლის მეთოდები. ჩვენ დაწყებული ბრძოლა, რომელიც ითვალისწინდებდა სისტემისთვის პრობლემების შექმნას, პიკეტირებას, სირცხვილის დერეფანს თუ პროაქტიულ მოქმედებებს ბოლომდე გავაგრძელებთ, ყველგან ჩავალთ. „ქართულმა ოცნებამ“ რა სისტემაც ააშენა, ამას მხოლოდ ერთად დგომით დავასრულებთ. ახლა აღარ არის დრო გაჩერების, ბრძოლის დროა“,- აღნიშნა აქტივისტმა გიორგი მუმლაძემ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.