„ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია დასრულდა

პუბლიკა

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან საპროტესტო აქცია დასრულდა. მოძრაობა „გაბედეს“ და “სირცხვილიას“ აქტივისტები და მოქალაქეები ტერიტორიას ტოვებენ.

საპროტესტო აქცია „ოცნების“ ოფისთან 7 საათზე დაიწყო. აქტივისტებთან ერთად ოფისთან მივიდნენ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები. აქციის განმავლობაში რამდენჯერმე დაიძაბა სიტუაცია აქტივისტებს და „ოცნების“ მხარდამჭერ ახალგაზრდებს შორის.

საპროტესტო აქციის პარალელურად, ორბელიანის მოედანზე  „ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ საქართველოსთვის ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად დასახელებასთან დაკავშირებით კონცერტი გამართა. კონცერტზე დასასწრებად რეგიონებიდან სტუდენტები ჩამოვიდნენ, რომლებიც „პუბლიკასთან“ ამბობდნენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით ჩამოვიდნენ თბილისში.

~