პარლამენტმა 2026 წლის ბიუჯეტის საბოლოო პროექტს 80 ხმით 9-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა.
საბოლოო პროექტის მიხედვით, მთავრობისს ხარჯებისთვის მომდევნო წელს 30.9 მილიარდი ლარი იქნება გათვალისწინებული.
2026 წლის ბიუჯეტში ყველაზე მეტად ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება იზრდება, 848.7 მილიონი ლარით და სამინისტროს ბიუჯეტი – 9.66 მილიარდი ლარი იქნება.
160 მილიონი ლარით იზრდება თავდაცვის და 152 მილიონი ლარით – შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტები. ასევე მნიშვნელოვანი ზრდაა გათვალისწინებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვისაც. სუს-ის ბიუჯეტი 128.5 მილიონით იზრდება.
2026 წლის ბიუჯეტში გამორჩეულად იკლებს განათლების სამინისტროს ბიუჯეტი. საბოლოო პროექტის მიხედვით, კლება – 380 მილიონ ლარს შეადგენს. ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი კი 18.5 მილიონი ლარით შემცირდება.