„ქართული ოცნების“ პოზიცია არის ძალიან აგრესიული და საშიში“ - ხოშტარია

პუბლიკა

დიპლომატიურ კორპუსთან ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა. პოლიტიკოსმა ელენე ხოშტარიამ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იშვიათია ასეთი ცალსახა პოზიციები, რაც გაჟღერდა როგორც აშშ-ის საელჩოს, ასევე ევროკავშირის განცხადებიდან, რომ ეს არის საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის.

„დღეს ძალიან მძიმე დღე იყო საქართველოს დემოკრატიისთვის. „ქართული ოცნების“ პოზიცია არის ძალიან აგრესიული და საშიში ქართული დემოკრატიისთვის. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ გვქონდა ჩვენს პარტნიორებთან საუბარი. თქვენ ნახეთ განცხადებები, სადაც ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი, იშვიათია ასეთი ცალსახა პოზიციები, რაც ჩვენ მოვისმინეთ როგორც აშშ-ის საელჩოს, ასევე ევროკავშირის განცხადებიდან, რომ ეს არის საფრთხე ქართული დემოკრატიისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორები ქართული დემოკრატიის მხარდამჭერები არიან და ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო ქვეყნის შიგნით იმისთვის, რომ ფასი გადავახდევინოთ „ქართულ ოცნებას“ და არ მივცეთ საშუალება, რომ ჩვენი დემოკრატია დაამსხვრიოს“,- განაცხადა ხოშტარიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში დიპლომატიური კორპუსის წარმომდგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ მათ ჟურნლისტებთან განაცხადეს, რომ ძალაში რჩება ორი მთავრი მოთხოვნა: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

დიპლომატიური კორპუსისი წარმომადგენლები ოპოზიციასთან შეხვედრამდე საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ.


23 თებერვალს, დილით პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს. ენმ-ის ოფისთან პოლიციამ აქტივისტები და მხარდამჭერებიც დააკავა.

შსს-ს ცნობით, ჯამში 21 ადამიანი დააკავეს. უწყება აცხადებს, რომ მათ სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ამის გამო გამოიყენეს პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო საზოგადოებისგან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებისგან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.