„ქართული ოცნების“ პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ინფორმაციას ყაველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
„შეწყალებულ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დატოვების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.