„ქართული ოცნების" „ტიტუშკები" „პუბლიკის" ჟურნალისტ მინდია გაბაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ „ტიტუშკები“ „პუბლიკის“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

შემთხვევა ცისფერ გალერეასთან მოხდა, როცა მინდია გაბაძე საპროტესტო აქციას აშუქებდა.

ჟურნალისტის თქმით, თავდამსხმელებს ეცვათ შავები და სახე დაფარული ჰქონდათ.

მათ მინდა გაბაძეს ურტყეს მუშტები და წიხლები. როგორც ჟურნალისტი ჰყვება, თავდამსხმელების რაოდენობა იყო, სულ მცირე, ორი.

პოლიციას, რომელიც იქვე იყო, მოძალადის დაკავება არ უცდია. ისინი მანქანიდან არც კი გადმოსულან.

მინდია გაბაძეს აქვს ძლიერი თავის ტკივილი და დაზიანებები სახის არეში.

ახლა გადაჰყავთ კლინიკაში.