„ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, ისაა, რომ “ქართული ოცნების” ტონალობა სრულიად განსხვავებულია შეხვედრისას, ვიდრე ვისმენთ საჯარო განცხადებებში, მაგალითად კობახიძის” – ამბობს შეხვედრიდან გამოსული ზურა ჯაფარიძე.
სხვა კონკრეტული მას არაფერი უთქვამს, მსგავსად კოლეგა ოპოზიციონერებისა, რომლებმაც განაცხადეს, რომ შედეგებზე ვერ ისაუბრებენ, და შეხვედრა ხვალ გაგრძელდება.
თითქმის ერთ კვირაა შარლ მიშელის მიერ გამოგავნილი მედიატორის, დენიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამ დრომდე საზოგადოებისთვის ამ მოლაპარაკებების რაიმე შედეგი უცნობია.