„ქართული ოცნებისთვის" სტატუსის შეწყვეტაზე ვიმსჯელებთ - PES-ის ვიცე-პრეზიდენტი

პუბლიკა

ევროპაში „ქართული ოცნების” პარტნიორ პარტიაში საქართველს მმართველი ძალისთვის სტატუსის შეწყვეტაზე იმსჯელებენ.

ევროპელი სოციალისტების პარტია გმობს ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, უნგრეთში მიმდინარე კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ.

„პრემიერ ღარიბაშვილის ქმედება მიუღებელია და აქცევს მას ჩვენი პოლიტიკური ოჯახის ღირებულებების მიღმა.  ეს, (სტატუსის შეჩერებაზე მსჯელობა) ცხადია, აუცილებელი ნაბიჯია ღარიბაშვილის დღევანდელი ინტერვენციის შემდეგ“,- აცხადებს ევროპელი სოციალისტების ვიცე- პრერზიდენტი.

ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში, კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციას ესწრება. კონფერენცია 4-5 მაისს მიმდინარეობს. დღეს ღარიბაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ჰომოფობიურ განცხადებებთან ერთად ანტიდასავლური შეთქმულების თეორიებიც გაავრცელა.