„როცა სუფრაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ეს არ არის ქეიფი, არამედ ეს არის ქართული სუფრის ტრადიცია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქართულ სუფრას აქვს ძალიან დიდი ტრადიცია. ეს არის პირველ რიგში ის ტრადიცია, რომ ქართველებს გვყავს თამადა, სუფრაზე გვაქვს სადღეგრძელოები, რომელსაც თავისი თანმიმდევრობა აქვს. გარდა ამისა, ქართული სუფრა არის ქართული პოლიფონია, სუფრის წარმართვის მეთოდი, ღვინო და ა.შ.“, – განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს − ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას (ქართულ სუფრას) განესაზღვრა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია. შესაბამისი დადგენილება 2020 წლის 18 თებერვლით თარიღდება.