სებ: კომერციული ბანკების მიერ მთლიანობაში გაცემული აქტიური სესხების ჯამი 50 მლრდ ლარია

პუბლიკა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ, არსებობის ისტორიაში, მთლიანად გაცემული აქტიური სესხების ჯამი 50 მლრდ ლარია.

ეროვნულ ვალუტაში გაცემულია 27 მილიარდ ლარზე მეტი, უცხოურ ვალუტაში – 22 მილიარდ ლარზე მეტი.

მხოლოდ 2023 წლის ოქტომბერში გაიცა თითქმის 1 მილიარდი ლარის ოდენობის სესხი;

სებ-ის ცნობით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2023 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით 953.05 მლნ ლარით (1.94%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.55%-ით გაიზარდა) და ოქტომბრის ბოლოს 50.12 მლრდ ლარი შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 431.98 მლნ ლარით (1.60%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 521.07 მლნ ლარით (2.36%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 1.49%-ით).

ეროვნული ბანკი მიუთითებს, რომ რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2023 წლის ოქტომბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.21 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.51%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 14.04 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.43%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.57%-ით მეტი).

2023 წლის ოქტომბრის განმავლობაში 1.06%-ით, ანუ 275.01 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ოქტომბრის ბოლოსათვის 26.12 მლრდ ლარი შეადგინა.

2023 წლის ოქტომბრის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.82 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.18 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.03 პროცენტული პუნქტით